Blog

რატომ მზის ენერგია? – გაანულეთ ელექტრო ენერგიის გადასახადები და გახდით ენერგო დამოუკიდებელი.

მზის ენერგიაზე მასიური გადართვა დაწყებულია მსოფლიოს მასშტაბით და ეს ტენდენცია აქტუალური ხდება საქართველოში. დაიხვეწა ტექნოლოგია და გასულ წლებთან შედარებით შემცირდა პროდუქციის ფასები.

თუ ადრე ჩადებული ინვესტიციის უკუგების ეფექტურობა იყო 12 წელიწადი, ეს ციფრი უკვე 5-6 წელზეა შემცირებული. მზის სადგურის ექსპლოატაციის ვადა კი 25 წელიწადს შეადგენს, რაც მარტივად ნიშნავს იმას რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში მზის სადგური გადის პირდაპირ მოგებაზე.

საქართველოს, როგორც მზიან რეგიონს, ენერგიის გადამუშავების დიდი პოტენციალი გააჩნია. ერთი კილოვატი დადგმული სიმძლავრით შესაძლებელია საშუალოდ1300კვტ/სთ გამომუშავება წლის განმავლობაში, რაც გულისხმობს ელექტრო ენერგიის მიღების მაღალ ეფექტურობას.

მზის ენერგიის განვითარების ხელშეწყობას დიდი ყურადღება ეთმობა როგორც სახელმწიფოს,ასევე საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციების მიერ.