კომპანია „Solar energy – მზის ენერგია” გამოფენა Intersolar Europe Restart 2021-ის ვიზიტორია, რომელიც მოიცავს მზის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას, უახლესს ინოვაციებს ფოტოელექტრული ტექნოლოგიების, მზის თერმული ტექნოლოგიებისა და მზის ელექტროსადგურების სფეროში.
გამოფენის ფარგლებში, სოლარ ენერჯის გუნდი აქტიურ კორესპონდენციაში იყო სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ბრენდების წარმომადგენლებთან, მათ შორის არიან არსებული და პოტენციური მომწოდებლები.
აღსანიშნავია რომ საქართველო, როგორც მზის ენერგიის კარგი პოტენციალის მქონე ქვეყანა, განვითარების და ინოვაციების სწრაფად დანერგვის კუთხით ძალიან საინტერესოა. უცხოელი კოლეგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ისეთ მყარ,საიმედო და გამოცდილ პარტნიორთან თანამშრომლობა როგორიც “სოლარ ენერჯია”.
კომპანიისთვის ეს იყო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და საინტერესო გამოცდილება.

