მზის სხივის მშთანთქავი ფენით დაფარულ მილაკებში გაცხელებული წყალი მიეწოდება რეზერვუარს და შემდგომ შენობის ცენტრალური ცხელი წყლის სისტემას.

  • თანამედროვე რეგულატორის მეშვეობით გამაცხელებელ ქვაბთან ინტეგრირებით სტაბილურდება წყლის გათბობის ტემპერატურა.
  • მაღალი ტემპერატურის შემომავალი წყალი გრილდება ონკანში ცივი წყლის შერევით.
  • სისტემა არის მექნიკური და არ შეიცავს ელექტრო კომპონენტებს.
  • წყალი ცხელდება მზის სინათლით და არა გარე ტემპერატურით.
  • ღრუბლიან ამინდში ან ზამთრის სეზონზე ონკანის ცივი წყლის ნაცვლად გამაცხელებელ ქვაბს მიეწოდება მზეზე შემთბარი წყალი. შესაბამისად, მოიხმარს ნაკლებ ენერგიას.
  • ზაფხულში წყალი ცხელდება +80C°-მდე, ზამთარში- +40 C°-მდე.
  • საშუალოდ 80%-ით ამცირებთ კომუნალური გადასახადების ხარჯს.

უკუგების პერიოდი - 3 წელი

ექსპლოატაციის ვადა- 15 წელი

გარანტია - 2 წელი